LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაჭრის შემდეგ დიდხანს იწვალა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გადარჩა“ – უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

143
eb00ddf7-f6dd-4100-acef-bb53d8f055cb

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვანო ნადირაძე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ზურაბ იაშვილი დაჭრის შემდეგ, ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში დაიღუპა.

„კიდევ ერთი ქართველი მეომარი დაიღუპა უკრაინაში. დაჭრის შემდეგ დიდხანს იწვალა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გადარჩა. ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ზურაბ იაშვილი – დიდება შენ გმირ სულს ძმაო!“ – წერს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

კიდევ ერთი ქართველი მეომარი დაიღუპა უკრაინაში, დაჭრის შემდეგ დიდხანს იწვალა მაგრამ სამწუხაროდ ვერ გადარჩა , ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ზურაბ იაშვილი დიდება შენ გმირ სულს ძმაო😔😔😔

Posted by Вано Надірадзе on კვირა, 14 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები