LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყველაფერი არ უნდა შეუსრულო ბავშვს, იმიტომ კი არა, რომ ბოროტები ვართ, იმიტომ, რომ ამ დროს მისმა ტვინმა უნდა ივარჯიშოს“ – ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე აღზრდის მეთოდებზე

218
თამარ გაგოშიძე

ბავშვთა ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე, სხვადასხვა გადაცემისა და სოციალური ქსელის საშუალებით, მშობლებს რეკომენდაციებს ხშირად უზიარებს.

გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ერთ-ერთი სტუმრობის დროს, თამარ გაგოშიძემ აღზრდის მეთოდებზე ისაუბრა და თქვა, რომ მშობლებმა ბავშვს ყველა მოთხოვნა არ უნდა შეუსრულონ:

„ზოგადად, ნეგატიური ემოციების გვეშინია და ვცდილობთ რომ ჩავახშოთ, რათა ბავშვმა არ იტიროს. უცნაურია, მაგრამ ჩვენ მშობლებს პირიქით ვურჩევთ – არ ვეუბნებით, რომ არ იტირო, არ ვახშობთ, პირიქით, ვახმოვანებთ და ბავშვს ვეუბნებით: „მე მესმის, რომ გეწყინა, მესმის, რომ გაბრაზდი“. გვეშინია და ვცდილობთ, რომ ჩავახშოთ, ოღონდ ეს რეაქცია არ ჰქონდეს და ყველაფერზე წამსვლელები ვართ: შევუსრულოთ ყველაფერი, მივყვეთ მის სურვილებს, ამით ჩვენ მათ დათვურ სამსახურს ვუწევთ.

ხშირად გვსმენია: „ბავშვს ნერვები არ მოეშალოს, არ ატიროთ“ – ბავშვი იმისთვის არის, რომ იტიროს და იმისთვის არის, რომ ამ ტირილით შეგატყობინოს.

სწორი მიდგომა არის ეს – ჩვენ არ უგულებელვყოფთ ბავშვის ემოციას, მაგრამ სოციალიზაციისთვის და იმისთვის, რომ ნებელობა გამოიმუშაოს, მის სურვილებზე ყოველთვის არ მივდივართ და ვავარჯიშებთ – ეს ჩვეულებრივი ვარჯიშია.

პოზიტიური მშობლობა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს ყველაფერი უნდა შეუსრულო, იმიტომ კი არა რომ ბოროტები ვართ, იმიტომ, რომ მისმა ტვინმა უნდა ივარჯიშოს.

სპეციალურადაც კი შეიძლება შეუქმნა დისკომფორტი და ასწავლო, როგორ გადალახოს ის, ოღონდ, ცხადია, ეს არ უნდა იყოს შეუქცევადი სტრესი“, – აღნიშნავს თამარ გაგოშიძე.

ყველაფერი არ უნდა შეუსრულო ბავშვს – ბავშვის ტვინის გავარჯიშება ხდება ამ დროს

💫👌 ყველაფერი არ უნდა შეუსრულო ბავშვს, იმიტომ კი არა რომ ბოროტები ვართ, იმიტომ, რომ ბავშვის ტვინის გავარჯიშება ხდება ამ დროს

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g