გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და წერს, რომ შვილის გაუჩინარებიდან 4 წელი გავიდა. გარდაცვლილი შვილის დედა იმედოვნებს, რომ სამართალი აუცილებლად იზეიმებს:
„დე უკვე 4 წელი წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, როცა შენ გაუჩინარდი ჩვენი ცხოვრებიდან. მოგიკვდეს დედა რომ ვერ დაგიცვა… არც ერთი წუთი და წამი არ არსებობს შენზე ფიქრით და მონატრებით არ იყოს გაჯერებული.
ნეტა როგორ მაძლებინებს უფალი ამ ჯოჯოხეთურ მონატრებას? ნეტა კიდევ რამდენი წელი სჭირდება სამართლიანობის აღდგენას ნუთუ მართლა ჩალით არის დახურული ქვე – ყანა? მინდა მჯეროდეს რომ სამართალი იზეიმებს და კარმა რეალურია…“ – წერს თეონა თამაზაშვილი.
დე 😭უკვე 4წელი წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან 😭როცა შენ გაუჩინარდი ჩვენი ცხოვრებიდან.😭მოგიკვდეს დედა რომ ვერ…
Posted by Teona Tamazashvili on ოთხშაბათი, 17 ივლისი, 2024