მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი ბრიტანელი არტისტი, ადელი გრძელვადიანი მუსიკალური პაუზის აღებას გეგმავს. ის „შვებულებაში“, საკონცერტო ტურნეს დასრულების შემდეგ გავა. ამის შესახებ 36 წლის არტისტმა გამოცემასთან ZDF განაცხადა.
„36 წლის ვარ, დავბერდი და მომწყინდა, უკვე ყველაფერი მაღიზიანებს. ალბათ, ყველაზე მეტად ანონიმურობა მენატრება. ჩემი ავზი ახლა სრულიად ცარიელია. ახალი მუსიკის შექმნასთან დაკავშირებით, არანაირი გეგმები არ მაქვს. ამ ყველაფრის შემდეგ, გრძელვადიანი შესვენება მინდა. იცით, სახლში სიმღერაც კი შევწყვიტე“, – აცხადებს არტისტი.
შეგახსენებთ, ადელის ბოლო ალბომი 2021 წელს გამოვიდა. არტისტის კონცერტების ახალი სერია 2 აგვისტოდან დაიწყება,
მომაჯადოებელი ადელი „ვალენტინოს“, „კაროლინა ჰერერასა“ და „სკიაპარელის“ ულამაზეს კაბებში