LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლ გეგელია: „მოლაპარაკებები მიმდინარეობს პოლიტიკურ სუბიექტებთან, მათ შორის არიან დამოუკიდებელი დეპუტატები და პოლიტიკური აქტორები“ – ვინ უერთდება „ლელოს“ პოლიტიკურ პლატფორმას?

141
გრიგოლ გეგელია

„რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მათ შორის არიან დამოუკიდებელი დეპუტატები ისევე, როგორც პოლიტიკური აქტორები“ – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელიას განცხადებით, 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები პოლიტიკოსებთან და პარტიებთან, მათ შორის დამოუკიდებელ დეპუტატებთანაც მიმდინარეობს.

მისი თქმით, პარტიას კონსულტაციები პროდასავლური ოპოზიციის ფართო სპექტრთან აქვს.

„რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მათ შორის არიან დამოუკიდებელი დეპუტატები ისევე, როგორც პოლიტიკური აქტორები“ -განაცხადა გეგელიამ.

მისი განმარტებით, ძალიან მალე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, თუ ვინ შეუერთდება პოლიტიკურ პლატფორმას.

„ჩვენ კონსულტაციები პროდასავლური ოპოზიციის ფართო სპექტრთან გვაქვს. ძალიან მალე საზოგადოება კონკრეტულად ნახავს, რა პოლიტიკურ ენერგიას მიიღებს ჩვენი ახალი პლატფორმა. ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას, ვაგრძელებთ გაშლას და ძალიან საინტერესო პლატფორმას შევთავაზებთ საზოგადოებას ძალიან მალე“ – განაცხადა გეგელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g