LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კავკასიის ბარომეტრი: გამოკითხულთა 69% საქართველოს მთავარ მტრად რუსეთს, ხოლო 24% მთავარ მეგობრად აშშ-ს მიიჩნევს

164
პუტინი (1)

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC-საქართველოს) მიერ გამოქვეყნებულ კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების 69% ქვეყნის მთავარ მტრად რუსეთს მიიჩნევს.

რუსეთის შემდეგ, საქართველოს მთავარ მტრად მოქალაქეების 4%-ის მიერ აშშ სახელდება, 2% მტრად თურქეთს, 1% კი სომხეთს მიიჩნევს.

ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24% ამბობს, რომ საქართველოს მთავარი მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატებია. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 8%-ით და უკრაინა 7%-ით. თურქეთს და გერმანიას 4-4% ასახელებს ქვეყნის მეგობრად, 2% კი რუსეთს.

კვლევა სახელწოდებით „კავკასიის ბარომერტი 2024“, 16 აპრილიდან 13 მაისამდე პერიოდს მოიცავს.

გამოიკითხა 1 509 რესპონდენტი – საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა (18 წელი და ზემოთ), ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა. გამოკითხვის მეთოდი – კომპიუტერის მეშვეობით პირისპირი გამოკითხვა (CAPI).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g