LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გავლენას ახდენს დეზინფორმაცია და პროპაგანდა საზოგადოებრივ განწყობებზე

800
დავით სიჭინავა

დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავლენა საზოგადოებაზე, რა გავლენას ახდენს გლობალური გამოწვევის ფონზე, დეზინფორმაცია ქვეყნის წინსვლასა და პერსპექტივაზე, ვინ და რატომ კვებავს საზოგადოებას მცდარი ინფორმაციით – ეს იყო „ფორტუნას“ გადაცემის „კვირის თემა“ ერთ-ერთი განსახილველი საკითხი, რომელზედაც ვრცლად ისაუბრა გადაცემის სტუმარმა, CRRC კვლევების დირექტორმა, დავით სიჭინავამ.

უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი კვლევა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ჩატარებული ადასტურებს, რომ როდესაც ვსაუბრობთ დეზინფორმაციაზე, რადიოსთან მიმართებაში ფაქტობრივად არ დგას კითხვის ნიშანი. რადიო არის წყარო, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით ყველაზე მაღალი სანდოობით სარგებლობს მოქალაქეებში. კომუნიკაციების კომისიის ბოლო კვლევის მიხედვით, რადიო არის ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი ყველაზე მობილური და ლაკონიური საშუალებაა.

რესპონდენტების შეფასებითვე, რადიო არის ერთგვარი ანონსი, რომელიც მსმენელს საშუალებას აძლევს მოკლე დროში მიიღოს აქტუალური ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში, სხვა წყაროების საშუალებით განავრცოს ის. ასევე, რადიო არის პოზიტიური, არადამღლელი წყარო, რომელიც სიმშვიდესა და ჰარმონიულობასთან ასოცირდება. რადიო არის კომფორტული საშუალება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაკავებული არიან მექანიკური, რუტინული საქმიანობით.

CRRC კვლევების დირექტორი, დავით სიჭინავა “ფორტუნას” ეთერში შეეხო საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებსაც, რომელიც მომზადებულია “საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში. გამოკითხვა კი Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა CRRC საქართველომ.

რაც შეეხება დეზინფორმაციის საკითხს, CRRC კვლევების დირექტორი აცხადებს, რომ მოსახლეობა არის მოწყვლადი მედიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიმართ. როგორც დავით სიჭინავამ „ფორტუნას“ ეთერში უახლესი კვლევებზე დაყრდნობით აღნიშნა, ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ დეზინფორმაცია არის პრობლემა, თუმცა ადამიანები დიდად არ ამოწმებენ იმ ინფორმაციას, რასაც იღებენ.

„როდესაც ვსაუბრობთ ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე, სიღრმისეული და მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ რა ინფორმაციასაც მივიღებთ, გადავამოწმოთ და ისე აღვიქვათ. მაგალითისთვის, 2020 წლის თებერვლის ბოლოდან, მას შემდეგ რაც კორონავირუსი გამოჩნდა, განსხვავებულ სამყაროში ვცხოვრობთ და როდესაც საქმე ვაქცინაციამდე მივიდა, მიმდინარეობდა ვირუსთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება, უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა კოვიდთან და აცრებთან დაკავშირებით.

ალბათ, ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც განაპირობა, რომ ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი მთლად ისეთი არ იყო, როგორიც ჩვენ გვინდოდა, უამრავი დეზინფორმაციის გავრცელება გახდა. მანამდეც, ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევები ცხადყოფდა, რომ ადამიანებს ზოგადად, სწორი წარმოდგენები არ ჰქონდათ ვაქცინაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავით სიჭინავამ.

CRRC კვლევების დირექტორმა აღნიშნა, რომ მისთვის მონაცემების შესწავლისას პრობლემური საკითხი აღმოჩნდა ის, რომ ბევრი ადამიანი, ვინც წააწყდებოდა დეზინფორმაციას, ამბობდა, რომ არც გადაამოწმებდა მსგავს ინფორმაციას.

„24%-ი ამბობდა, რომ ალტერნატიულ წყაროებში გადაამოწმებდა, ხოლო მეხუთედი ამბობდა, რომ ჰკითხავდა ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს“, – აღნიშნავს დავით სიჭინავა.

კვლევის ძირითად მიგნებად დასახელდა ის, რომ:

  • დაახლოებით, ნახევარზე მეტი, 55%-ი ამბობს, რომ ყოველდღიურად, ერთხელ ან რამდენჯერმე, რაღაც ტიპის დეზინფორმაციას აწყდება
  • ბევრი ადამიანი არ არის დარწმუნებული, შეუძლია თუ არა დეზინფორმაციის ასე ვთქვათ, ამოცნობა

დავით სიჭინავამ ისაუბრა რეგიონის მიღმა არსებულ ვითარებაზეც.

„როდესაც გამოკითხვებს ვატარებთ ხოლმე საქართველოსა და სომხეთში, ამ ორი ქვეყნის აუდიტორია მეტ-ნაკლებად ჰგავს ერთმანეთს და შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი პრობლემები აწუხებთ, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხია ის, რაც აღვიქვამთ ყალბ ინფორმაციად და საქართველოს კონტექსტში რას მიგვაჩნია პრობლემად ჩვენს კონტექსტში მნიშვნელოვანი პრობლემა არის რუსული პროპაგანდის გაცხადებული, ღია ან ფარული პროპაგანდა.

სომხეთში ეს საკითხი, როგორც პრობლემა, პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, არ დგას, მაგრამ საერთაშორისო ავტორების გავლენა, ადგილობრივ მედიასა და საინფორმაციო სექტორზე ზოგადად, მნიშვნელოვანია ჩვენთანაც, სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. რა თქმა უნდა, თავისუფლების ხარისხის კუთხით, სხვაობები არის. ზოგად არის გაცილებით დიდი მედია კონტროლი, არა დადებითი, არამედ უარყოფითი კუთხით ანუ სახელმწიფო დონეზე არის დაყვანილი, რომ სახელმწიფოსთვის მიუღებელი ინფორმაცია არ გავრცელდება მასობრივი საშუალებებში – ტელევიზიით. არსებობს ინტერნეტ ცენზურაც, მაგრამ ეს უკანასკნელი რთული დასარეგულირებელია”, – განაცხადა CRRC კვლევების დირექტორმა.

რაც შეეხება დასავლეთსა და განვითარებულ სამყაროს, ამ შემთხვევაში დავით სიჭინავა მედიაპოლარიზაციაზე ამახვილებს ყურადღებას.

“აქ შეგვიძლია ვისაუბროთ მედიაპოლარიზაციაზე, იმის მიხედვით რა პოლიტიკური შეხედულება და სოციალური განწყობები გაქვს, ადამიანები ირჩევენ მათთვის იდეოლოგიურად მისაღებ ინფორმაციას. მაგალითად, შეერთებული შტატები რომ ავიღოთ, FOX NEW არის ყველაზე დიდი სატელევიზიო არხი და აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკური განწყობა. მოკლედ, ამერიკაში ადვილად მიხვდები ვინ რა პოლიტიკური შეხედულების არის თუკი ჰკითხავ რომელ ტელევიზიას ენდობა. ზოგიერთი მკვლევრისავე აზრით, პოლარიზაცია შესაძლოა, გაცილებით დიდი პრობლემა იყოს, ვიდრე რაღაცა ტიპის დეზინფორმაციის გავრცელება”, – აღნიშნა დავით სიჭინავამ.

როგორც CRRC კვლევების დირექტორმა ისაუბრა კავკასიის ბარომეტრის კვლევაზე, რომელიც ტარდება 2003 წლიდან, მაგრამ მონაცემები ხელმისაწვდომია 2008 წლიდან. დავით სიჭინავას თქმით, აღნიშნული კვლევა გვიჩვენებს ერთ მარტივ ფაქტს, რომ მაინც ტელევიზია არის მნიშვნელოვანი წყარო, მაგრამ რომ შევადაროთ 2009 წლისა და 2021 წლის მდგომარეობა, მონაცემები ასე გამოიყურება:

“როდესაც რესპონდენტებს ჰქონდათ ერთი არჩევანი, რომელია მთავარი ინფორმაციის წყარო, 2009 წელს 88%-ი ამბობდა, რომ ტელევიზიაა, თუმცა ამ უკანასკნელს 2021 წელს მხოლოდ 53%-ი ამბობდა. მეორე მნიშვნელოვანი არჩევანი კი იყო ინტერნეტი.

რესპონდენტების დიდი ნაწილი სოციალურ მედიას იღებს ახალი ამბების გასაგებად. ზოგადად, ინტერნეტმომხმარებლის ნახევარს საკმაოდ აღელვებს სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის საკითხი. დეზინფორმაციის მიმართ ყველაზე მოწყვლადი საკითხია – პანდემია, არჩევნები და შიდა პოლიტიკა”, – CRRC კვლევების დირექტორმა, დავით სიჭინავამ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

 

პოპულალურები