LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Air India-მ შექმნა სპეციალური სექცია, სადაც მხოლოდ მდედრობითი სქესის მგზავრები დასხდებიან

14

ავიაკომპანიებმა ქალბატონთათვის განკუთვნილი სავარძლები შემოიღეს. Air India-მ შექმნა სპეციალური სექცია, სადაც მხოლოდ მდედრობითი სქესის მგზავრები დასხდებიან და მამაკაცებს იქ არ დაუშვებენ. ინდოელ ქალბატონებს სიახლით სარგებლობა 2017 წლის 18 იანვრიდან შეეძლებათ. შიდა რეისებზე დასაწყისისთვის 6 ადგილი გამოიყოფა და მათ დასაჯავშნად ზედმეტი თანხის გადახდა არ იქნება საჭირო. ერთადერთი პირობა ისაა, რომ მათ ყიდვას მხოლოდ ის ქალბატონები შეძლებენ, რომლებიც მამაკაცების გარეშე მარტო მიემგზავრებიან.

როგორც ავიაკომპანიაში აღნიშნავენ, ეს გადაწყვეტილება იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც ინდოეთის მატარებლებში, მეტროსა თუ ავტობუსებში უკვე დიდი ხანია მოქმედებს და ქალბატონებს განცალკევებით ვაგონი ან სპეციალურად გამოყოფილი სექცია აქვთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები