24 ივლისს ბათუმში დუეტ „ჯორჯიას“ სოლო კონცერტი გაიმართა.
მაკა ზამბახიძისა და რატი დურგლიშვილის მუსიკალურ დუეტს „სოჰო ბათუმმა“ უმასპინძლა. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.
დუეტი „ჯორჯია“ მსმენელის წინაშე ბენდთან და ლელა წურწუმიასთან ერთად წარსგდა. მათ ყველასათვის საყვარელი ჰიტები და ახალი სიმღერები შეასრულეს.
სოლო კონცერტზე გადაღებულ კადრებს „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ლელა წურწუმიას მეუღლე და პროდიუსერი კახა მამულაშვილი აქვეყნებს.