„საქილიკოა?! აუცილებლად უნდა შედგეს ვინმეს მკვლელობა და უნდა მოხდეს მსგავსი აქტი, რომ მერე ვიშვიში დაიწყოთ?! – სამარცხვინოა ეს საქციელი”, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის” დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი სუს-ში მიმდინარე გამოძიებას.
სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადება იგეგმებოდა, მიხეილ ყაველაშვილმა პარალელი ტრამპისა და ფიცოს მკვლელობის მცდელობის ფაქტებთან გაავლო და აღნიშნა, რომ ისინი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ.
„ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარეა, ერთი გუნდი ვართ, მოვდივართ წლებია და ამ ადამიანს ვიცავთ ყველანაირად ამ „ფეიკებიდან“, თავდასხმებიდან, ხომ ხედავთ ახლა ტერორისტულ აქტზე და მკვლელობაზე არის საუბარი. ამაზე არ გაქვთ კითხვა და ხვალინდელი დღე როგორი იქნება, პრეზიდენტი იქნება თუ არა, ამაზე გაქვთ საუბარი. ამ აქტთან დაკავშირებით, სხვათა შორის, გაგცემთ პასუხს. მიდის ქილიკი თქვენი ტელევიზიებიდან და ზოგიერთი ექსპერტის მხრიდან.
სუსი: „ვიძიებთ უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს“
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს“ – ამის შესახებ ნათქვამია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ფიცო სიკვდილს გადარჩა. ტერორისტული აქტი ჩაიდინეს და ეს ადამიანი ღმერთმა გადაარჩინა. ანალოგიური შეტევა მოხდა ტრამპზე და იქაც დავინახეთ, ღმერთის ხელი ერია, რომ სასწაულებრივად გადარჩა პრეზიდენტობის კანდიდატი. ამ ორ მოვლენას შორის იყო, ევროკომისარმა გააფრთხილა ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც პირდაპირ მიუთითა, რომ თუ რაღაცები არ იქნება ისე, შეიძლება თქვენც ის ბედი გაიზიაროთ, რაც ფიცომ. და ამაზე ქილიკობთ.
ქილიკობს ოპოზიცია, ქილიკობენ რადიკალური ოპოზიციის ექსპერტები და სამარცხვინოა ეს საქციელი. საქილიკოა?! აუცილებლად უნდა შედგეს ვინმე მკვლელობა და უნდა მოხდეს მსგავსი აქტი, რომ მერე ვიშვიში დაიწყოთ, რომ „ვაიმე ეს რა მოხდა?”,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.