6 დღის წინ, სვანეთში დაკარგული ორი მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოქალაქე ვიკა ფილფანი ავრცელებს.
„ჩაერთო ვერტმფრენი ოპერაციაში, მინიმუმ, იმას მაინც აკეთებს, რომ მაშველები და მოხალისეები მიჰყავს საკვლევ ტერიტორიასთან ახლოს, რომ საათები არ დაკარგონ ქედზე მისასვლელად, მოხალისე დრონებიც ჩაერთნენ საქმეში. იმედია, კარგ ამბავს დავწერთ მალე“, – წერს ვიკა ფილფანი.
ჩაერთო ვერტმფრენი ოპერაციაში, მინიმუმ იმას მაინც აკეთებს რომ მაშველები და მოხალისეები მიჰყავს საკვლევ ტერიტორიასთან ახლოს რომ საათები არ დაკარგონ ქედზე მისასვლელად, მოხალისე დრონებიც ჩაერთნენ საქმეში 🙏 იმედია კარგ ამბავს დავწერთ მალე 🙏
Posted by Vika Pilpani on ხუთშაბათი, 25 ივლისი, 2024
შეგახსენებთ, ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა.