LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა ერთნაირი ბედი გვქონია… როგორც თამუნამ თქვა, ნუ რას ვიზამთ ყველას ვერ ვეყვარებით, მაგრამ, არის დიდი მაგრამ!… დედის სიყვარული მაკლია და მინდა, სანამ ცოცხალი ვიქნები ვიბრძოლებ ამისთვის“ – ცისნამი საყვარლიშვილის ემოციური მიმართვა ბიოლოგიურ დედას

9492
ცისნამი საყვარიშვილი, თამუნა მუსერიძე

„რა ერთნაირი ბედი გვქონია. თამუნას ბიოლოგიურ დედას ჩემი ბიოლოგიური დედასავით არ უნდა შვილთან ურთიერთობა და სიახლოვე|“, – წერს ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი, რითაც ეხმაურება თამუნა მუსერიძის ვიდეომიმართვას, რომელიც ჟურნალისტმა ბიოლოგიურ დედასთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა და რომელშიც ამბობს, რომ დედას მასთან ურთიერთობა არ სურს.

ვიდეო: „ბოდიში, ვერ ვიტყვი რომ მოპარული ბავშვი ვარ“ – თამუნა მუსერიძე დედასთან შეხვედრის შემდეგ მიმართვას ავრცელებს

„ბოდიში, ვერ ვიტყვი რომ მოპარული ბავშვი ვარ“ – თამუნა მუსერიძე დედასთან შეხვედრის შემდეგ მიმართვას ავრცელებს

„როგორც თამუნამ თქვა, ნუ რას ვიზამთ ყველას ვერ ვეყვარებით და ვენდომებით. მაგრამ, არის დიდი მაგრამ!

დედა ხარ შენ ჩემი და შენ თუ ჩემთან ურთიერთობა არ გინდა, მე მინდა და მე მჭირდება როგორც სასმელი წყალი!

შენი აღიარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საშინლად მსჯი. მთელი ცხოვრება ამ კომპლექსით უნდა ვიცხოვრო, რომ დედას არ ვუნდივარ. ხანდახან ვფიქრობ, ნუთუ ასეთი ცუდი ვარ? რა დავაშავე ასეთი? მე ხომ არ მითხოვია რამე, გარდა იმისა რომ მაღიარო როგორც შვილი.

„ასეთი ყოფილა ეს ისტორია – დედაჩემს და მამაჩემს ძალიან ჰყვარებიათ ერთმანეთი… მე მამას შევხვდები, დებს გავიცნობ და მამის მხრიდან დიდ ოჯახს შევუერთდები, არ მმალავენ, ჩემთან ურთიერთობა სურთ…“ – რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი

თამუნა შენს გვერდით ვარ. მე ვიცი რასაც გრძნობ და განიცდი. მე მესმის შენი ტკივილი, რადგან მეც იგივე ტკივილით ვცხოვრობ.

დედის სიყვარული მაკლია და მინდა. სანამ ცოცხალი ვიქნები ვიბრძოლებ ამისთვის.

თამუნა წარმატებები ყველაგან და ყველაფერში. შენს გვერდით ვარ.

დედისგან არაღიარებული შვილი – ც ი ს ნ ა მ ი!“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

როგორ აღმოაჩინა ცისნამი საყვარლიშვილმა, რომ დები ჰყავს და როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ, რაც ემიგრანტმა ბიოლოგიური მშობლების ვინაობა საჯაროდ გაამხილა: „მამის ოჯახი მზადაა მიმიღოს და გამიცნოს, დედის ოჯახიდან არავინ მეხმიანება… ასეთი სასოწარკვეთილი კარგი ხანია არ ვყოფილვარ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g