LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთი ყოფილა ეს ისტორია – დედაჩემს და მამაჩემს ძალიან ჰყვარებიათ ერთმანეთი… მე მამას შევხვდები, დებს გავიცნობ და მამის მხრიდან დიდ ოჯახს შევუერთდები, არ მმალავენ, ჩემთან ურთიერთობა სურთ…“ – რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი

1695
ცისნამი საყვარლიშვილი

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას მისი ამაღელვებელი ისტორია უამბო და ბიოლოგიური მშობლების ვინაობა გაამხილა, მორიგ ფეისბუკპოსტს ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ მალე მის ბიოლოგიურ მამას შეხვდება და საკუთარ დებსაც გაიცნობს.

„ასეთი ყოფილა ეს ისტორია. დედაჩემს და მამაჩემს ძალიან ჰყვარებიათ ერთმანეთი. მათი სიყვარულის ისტორია მთელ საჩხერეს სცოდნია.

ბებიაჩემ აგრაფინას, დედაჩემის დედას არ გაუყოლებია ცოლად თავისი ქალიშვილი ბადრისთვის. ჩემმა შვილმა სამედიცინო უნდა დაამთავროსო და დასწყვიტეს გული ბადრის.

სასტიკი წინააღმდეგი ყოფილა ამ სიყვარულისა აგრაფინა ბებია. გარდაცვლილია და ცუდის თქმა არ მინდა მასზე.

ამდგარა გულგატეხილი, დაწუნებული ბადრი და სხვა ცოლი მოუყვანია.

ამ ცოლს სცოდნია ბადრისა და ნანას სიყვარულის ამბავი. ჩემმა დებმა მითხრეს, მამას ნანა ძალიან უყვარდაო.

რატომ, რა ძალა ედგა ბებიაჩემს რომ ამ სიყვარულის წინააღმდეგი იყო?

ანუ, სიყვარულის ნაყოფი გამოვდივარ?!

„არავის ვუნდოდი, ცხოვრების მუწუკივით ვგრძნობდი თავს… ახლა ვგრძნობ, რომ თითქოს შვილმაც დამტოვა… მინდა ვუთხრა – დე ძალიან მენატრები ჩამოდი რა, მე რომ ჩავიდე მეშინია უარით უკან არ გამომაბრუნოს“ – ცისნამი საყვარლიშვილის ემოციური ვიდეო, ქართველი ემიგრანტის ამაღელვებელი ისტორია

დედამისის შიშით ნანამ გამაჩინა და სამშობიაროში დამტოვა. დამარქვა თავისი უფროსი დის ნათიას სახელი.

დარწმუნებული ვარ თვითონაც ძალიან იტანჯებოდა. მისიც მესმის. მაგრამ რატომ არ გაიპარა და ცოლად არ გაჰყვა კაცს, რომელსაც უყვარდა და ვისგანაც შვილს ელოდებოდა დღემდე გაუგებარია ჩემთვის.

ფაქტია რომ დედამისმა ცხოვრება დაუნგრია.

მგონი რამდენს ტიროდა მუცლით რომ დამატარებდა და მმალავდა. მისი ცრემლების ნაკვალევი დღემდე მატყვია.

მგონი როგორი გაბრაზებულია ჩემზე მის საიდუმლოს ფარდა რომ ავხადე.

უკვე აღარ შემეძლო ამდენი დარდის გულით ტარება.

მინდა რომ ყველა კარგად იყოს.

მე მამას შევხვდები, დებს გავიცნობ და მამის მხრიდან დიდ ოჯახს შევუერთდები.

ისინი არ მმალავენ და ჩემთან ურთიერთობა სურთ.

თითქოს ცოტათი დაწყნარდა ჩემი აფორიაქებული სული.

გულს გაუხარდა რომ გავიგე, დედაჩემს და მამაჩემს ერთმანეთი უყვარდათ“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

ცისნამი საყვარლიშვილი მშობლებზე: „დამაგდეს, დამტოვეს და ცოცხალი ვიყავი, გადავრჩი, სად ვიზრდებოდი არ მოუკითხავთ..ორივემ მატკინა და მარტოობისთვის გამიმეტა, მე თქვენ ცხოვრება დამიმახინჯეთ! გავიზარდე უსიყვარულოდ და უპატრონოდ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები