LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „თუ 1984 წელს დაიბადე ფოთში, ან იცი ვინმე, ვისაც დაბადების ისტორია ბოლომდე გარკვეული არ აქვს, გთხოვ, ნუ დატოვებ ამ ამბავს უყურადღებოდ…“ – თამუნა მუსერიძე ფოთში დაბადებული მამაკაცის ტყუპისცალს ეძებს

354
თამუნა მუსერიძე

თამუნა მუსერიძე ავრცელებს ფოტოებს და საზოგადოებას სთხოვს დახმარებას, რომ მოძებნოს ტყუპისცალი, რომელიც 1984 წელს ფოთში დაიბადა:

„გეხვეწებით… ტყუპისცალის მოძებნაში დაგვეხმარეთ…

პოსტი გააზიარეთ!..

1984 წელს, ფოთის ჰოსპიტალში, ბავშვების დაბადების შემდეგ ოჯახს უთხრეს, რომ ერთ-ერთი ტყუპი გარდაიცვალა, თუმცა წლების განმავლობაში არაერთი გარემოება გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, ეს სიმართლე არ ყოფილიყო.

თუ 1984 წელს დაიბადე ფოთში, ან იცი ვინმე, ვისაც დაბადების ისტორია ბოლომდე გარკვეული არ აქვს, გთხოვ, ნუ დატოვებ ამ ამბავს უყურადღებოდ.

შესაძლოა, ერთი პატარა გაზიარება ან ინფორმაცია მთელი ცხოვრების განმავლობაში დაკარგული ოჯახის გაერთიანების მიზეზი გახდეს.

თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, გთხოვთ, მომწეროთ პირად შეტყობინებაში. თითოეული შეტყობინება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გთხოვთ, გააზიაროთ. იქნებ ამ პოსტმა მიაღწიოს იმ ადამიანს, რომელსაც ვეძებთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები