LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი“ – თამუნა მუსერიძეს იანუშ კორჩაკის სახელობის ჯილდო გადასცეს

249
თამუნა მუსერიძე

დღეს ვარშავაში, იანუშ კორჩაკის დაჯილდოება გაიმართა, სადაც ერთ-ერთ ნომინაციაში წარდგენილი იყო ჟურნალისტიდა ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე.

მისივე ინფორმაციით, ნომინაციაზე განაცხადი შესული იყო 220 ადამიანზე და აქედან მხოლოდ 40 ადამიანი მიიღეს.

„იანუშ კორჩაკი იყო პოლონელი ექიმი და საბავშვო მწერალი. 1942 წელს, როდესაც ფაშისტებმა 200 ებრაელი ბავშვი გაზის კამერაში შეუშვა, იანუშ კორჩაკმა ბავშვები მარტო არ დატოვა, ბავშვეს უთხრა რომ ეს იყო კარნავალი, შეუძღვა კამერაში და მათთან ერთად გარდაიცვალა. სწორედ მისი სახელობის ჯილდოზე ვარ წარდგენილი…

პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი“, – ამბობდა თამუნა მუსერიძე დაჯილდოების დაწყებამდე.

მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ თამუნა მუსერიძე ჯილდოს მფლობელი გახდა.

„მოვიგე“, – წერს თამუნა და დაჯილდოების კადრებს აზიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g