LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მომატყუეს, რომ გარდაიცვალა…“ – კაბუს ყოფილი მეუღლე ეჭვობს, რომ მას შვილი სამშობიაროში მოპარეს

231
კაბუ

თამუნა მუსერიძის პოდკასტში „ვეძებ“ მსახიობისა და რეპერის, კახა აბუაშვილის, კაბუს ყოფილი მეუღლე, ანუკა გიორგელაშვილი საუბრობს იმის შესახებ, რომ მათი შვილი, მარიამი გარდაცვლილად გამოაცხადეს, თუმცა ეჭვობს, რომ ის ცოცხალია:

ვიმ­შო­ბი­ა­რე 1998 წელს, 16 დე­კემ­ბერს. გაჩ­ნდა მა­რი­ა­მი, გოგო. ორ­სუ­ლო­ბაც იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, ნორ­მა­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ყვე­ლა­ფე­რი. მშო­ბი­ა­რო­ბაც ნორ­მა­ლუ­რად, გაჩ­ნდა. მო­მი­ლო­ცეს, რომ გა­მიჩ­ნდა უჯან­მრთე­ლე­სი შვი­ლი. გა­და­მიყ­ვა­ნეს პა­ლა­ტა­ში, ვა­ჭა­მე. ექ­ვსი სა­ა­თი მე მყავ­და, ხუთი-ექ­ვსი სა­ა­თი და­ახ­ლო­ე­ბით მე მყავ­და ბავ­შვი და პე­რი­ო­დუ­ლად შე­მო­დი­ო­და ექთა­ნი. ნუ, სა­ნამ არ გა­იყ­ვა­ნეს, ვერ მო­ის­ვე­ნეს: „გა­ვიყ­ვანთ, უნდა და­ის­ვე­ნო, გა­ვიყ­ვანთ, უნდა და­ის­ვე­ნო“. 17 წლის ვი­ყა­ვი. გა­იყ­ვა­ნეს ბავ­შვი, შენ და­ის­ვე­ნეო.

წი­ნათ­გრძნო­ბა მქონ­და სას­წა­უ­ლი, ბოლო პე­რი­ო­დი მქონ­და სა­ო­ცა­რი შიში, ოღონდ რის მე­შინო­და, მე თვი­თონ არ ვი­ცო­დი და აი, რა­ღაც­ნა­ი­რად მინ­დო­და, რომ ბავ­შვი ჩემ­თან ყო­ფი­ლიყო. კი ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან პა­ტა­რა, რა­ღა­ცა, მაგ­რამ ეს ინ­სტინ­ქტე­ბი მქონ­და ალ­ბათ. გა­ვე­დი, რომ შე­ვი­ხე­დე ოთახ­ში, ბლოკ­ში, სა­დაც ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ, ვხე­დავ, რომ ჩემი შვი­ლი აღარ არის იქ, სა­დაც აწე­რია გვა­რი, იქ აღარ წევს. და­ვი­წყე კი­თხვა, რომ ბავ­შვი სად არის-მეთ­ქი. არა­ვინ არ იყო. გა­მო­ვი­და პე­დი­ატ­რი და მე­უბ­ნე­ბა ტექსტს, რომ: „შენს შვილს გა­უ­ჭირ­და მუც­ლი­დან გა­მოს­ვლა და გა­და­ვიყ­ვა­ნეთ რა­ღაც ბა­რო­კა­მე­რა­ში, სა­დაც დე­დის ჟანგბადს ისუნ­თქებს რაღაც პე­რი­ო­დი“. იქ არ შე­მიშ­ვეს.

გა­მო­ვი­და პე­დი­ატ­რი, და­მამ­შვი­და, არა­ფე­რიო სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა არ არი­სო, ნუ გე­ში­ნიაო და და­მი­წყო გა­მო­კი­თხვა. მთე­ლი გე­ნე­ტი­კა გა­მო­ი­კი­თხა, ვის რა პრობ­ლე­მა ჰქონ­და. და არა­ვის არა­ფე­რი არ პრობ­ლე­მა არ გვქო­ნია, ვი­ყა­ვით ჯან­მრთე­ლე­ბი. ანუ, გა­ი­გეს ეს ყველაფერი, და­ა­ზუს­ტეს. კარ­გიო, არ ინერ­ვი­უ­ლოო, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბაო და და­მიდეს რა­ღაც ფურ­ცლე­ბი, რაც დღემ­დე არ მას­ვე­ნებს.

რა­ღა­ცებ­ზე მაქვს ხელი მო­წე­რი­ლი ისე, რომ არც წა­მი­კი­თხავს, იმი­ტომ რომ ვი­ჯე­ქი, ვტი­როდი, რა­ღა­ცა ბავ­შვუ­რად, ეს ჩემი ემო­ცი­ე­ბი იყო და მო­მა­წე­რი­ნეს რა­ღა­ცა­ზე ხელი. ვერ ვისვე­ნებ­დი, გა­მოვ­დი­ო­დი, მივ­დი­ო­დი, გა­მოვ­დი­ო­დი, მივ­დი­ო­დი და აი, ამ ნერ­ვი­უ­ლო­ბის ფონ­ზე, და რომ და­ი­ნა­ხეს, რომ ძა­ლი­ან ემო­ცი­ებ­ში ვი­ყა­ვი, ერთ-ერთი ექი­მი მო­დის და მე­უბნე­ბა ტექსტს, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­ში არ და­მა­ვი­წყდე­ბა: „კაი, რა გა­ტი­რებ­ს, პა­ტა­რა ხარ, კი­დევ მი­ლი­ონ ბავ­შვს გა­ა­ჩე­ნო“, აი, მანდ ჩა­ვი­კე­ცე, იმი­ტომ რომ მივ­ხვდი, რომ რა­ღა­ცა ხდე­ბოდა. შე­მო­დის ექთა­ნი, მი­კე­თებს ნემსს, და­მამ­შვი­დე­ბელს გა­გი­კე­თე­ბო. გა­ვი­თი­შე, მთე­ლი ღამე მე­ძი­ნა. დი­ლით რომ გა­ვიღ­ვიძე, უკვე ამ­ბე­ბი დამ­ხვდა, მაგ­რამ მე მა­ინც არ ვი­ცო­დი, რომ გარ­დაც­ვლი­ლი იყო, ვი­თომ გარ­დაც­ვლი­ლი.

დი­ლით და­უ­რე­კეს დე­და­ჩემს და კა­ხას. უკვე ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ ისი­ნიც ჩა­მო­სას­ვლე­ლად, პამპერ­სე­ბი, რა­ღა­ცე­ბი უნდა ჩა­მო­ე­ტა­ნათ და ეუბ­ნე­ბა ექი­მი, ბავ­შვი დამ­ძიმ­და, სას­წრა­ფოდ ჩა­მო­დი­თო. რომ ჩა­ვიდ­ნენ – 10 წუ­თიც არ უნ­დო­და ჩემი სახ­ლი­დან ჩა­ჩა­ვამ­დე ჩას­ვლას – ეუბნე­ბი­ან, და­გი­რე­კეთ, უკვე ბავ­შვი გარ­დაც­ვლი­ლი იყო და ვერ გი­თხა­რი­თო.დედაჩემს კითხვები რომ დავუსვი, იმდენად ვნერვიულობდი შენზე, რომ აღარ მიფიქრია ჩაძიებაზეო. ვერავინ წარმოიდგენდა მსგავს ამბავს…

სა­ხე­ლიც და­ვარ­ქვი, მერე სა­ბუ­თებ­ში აღ­მოჩ­ნდა, რომ შე­უც­ვა­ლეს სა­ხე­ლი. ბავ­შვს არ ატანდნენ, უთ­ქვამთ, ჩვენ და­ვა­საფ­ლა­ვებ­თო, ჩემ­მა მე­უღ­ლემ გა­ი­გი­ჟა თავი და გა­მო­ა­ტა­ნეს. მაგრამ, რო­გორც ჩანს, სხვა ბავ­შვი იყო. იმი­ტომ, რომ ჩემი შვი­ლი იყო შავგვრე­მა­ნი და გარდაც­ვლი­ლი ბავ­შვი იყო თეთ­რი და ქერა. ოღონდ ეს გა­ი­გეთ მერე…

და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის წინ, და­ვი­წყე ნა­თე­სა­ვებ­თან მო­კი­თხვა. ვინ ნახა ბავ­შვი-მეთ­ქი, ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ ის ბავ­შვი არ არის ჩემი შვი­ლი. პირ­ვე­ლი დღი­დან ვი­ცო­დი, მერე გვე­ძახ­დნენ, რომ თქვენ ანუ ილუ­ზი­ებ­ში ხარ­თო ორი­ვეო.

ოთხი წელი არ იძებ­ნე­ბო­და და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა, შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა, ოღონდ მე და­ვარ­ქვი მარი­ა­მი, იქ არის გა­ტა­რე­ბუ­ლი ელე­ნედ. ჩა­ჩა­ვა­შიც ელე­ნეთ არის გა­ტა­რე­ბუ­ლი. თვი­თონ იყო შოკ­ში ეს ბიჭი: „ვა­ი­მე, ცო­ცხა­ლი­აო, იმი­ტომ რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბა არ არი­სო“ და უც­ბად მი­ყუ­რებს და: “არაო, ესე აწე­რი­აო, რომ მოკ­ვდაო“, კუ­თხე­ში ხე­ლით მი­ჯღაბ­ნი­ლი იყო „მოკ­ვდა“.

ჩა­ჩა­ვა­ში ჯერ მი­თხრეს, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ბუ­თი დამ­წვა­რი­აო და მერე აღ­მოჩ­ნდა, რომ არ იყო დამ­წვა­რი. იქ წე­რია, რომ ფილ­ტვი არ გა­ეხ­სნა და ტვინ­ში გა­ჟონ­ვა იყო გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი. ფილ­ტვი არ გა­იხ­სნა, ექ­ვსი სა­ა­თის მერე?

ბოლო წლე­ბი, უკვე დავ­ხუ­რე ეგ თემა, იმი­ტომ რომ მე თვი­თონ ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი რა­ღაც პე­რი­ო­დი, აი ძა­ლი­ან, და ვცდი­ლობ, რომ აღარ ვი­ლა­პა­რა­კო მაგ თე­მა­ზე. მო­ლო­დი­ნი გვაქვს, გვაქვს და იმე­დი არის მა­ინც ცოტა, მაგ­რამ რა ვიცი… აი ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­გის მე­ში­ნია, ხომ გე­უბ­ნე­ბი, რომ იმ ჩემ­მა შვილ­მა სა­დღაც რომ გა­ი­გოს, რომ აყ­ვა­ნი­ლია, იქ ჩემი ხელ­მო­წე­რა არის, შე­იძ­ლე­ბა, რომ მე გა­ვაშ­ვი­ლო? შე­იძ­ლე­ბა არ და­ი­წყოს ძებ­ნა, ყვე­ლა­ზე მე­ტად რი­სიც მე­ში­ნია”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g