LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche-ს ავტომობილების წარმოებისთვის ალუმინი არ ჰყოფნის

124
Porsche-ს ავტომობილების წარმოებისთვის ალუმინი არ ჰყოფნის

კომპანია Porsche-მ ალუმინის დეფიციტის გამო შესაძლოა კონვეიერი გააჩეროს. პრობლემა ჯერ ერთ მიმწოდებელს დაეწყო, შემდეგ კი ჯაჭვური რეაქციით ყველა პარტნიორზე გავრცელდა. მიწოდება სრული მოცულობით წლის ბოლომდე სავარაუდოდ ვერ მოხერხდება, ამიტომ Porsche შემოსავლებთან დაკავშირებით პროგნოზებს ცვლის და ერთ-ერთი მოდელის წარმოების შესაძლო შეჩერების შესახებაც საუბრობს. გამოცემა Stuttgarter Zeitung-ის ინფორმაციით, საუბარი ელექტრონულ Taycan-ზეა.

საინტერესოა, რომ კომპანიის განცხადებაზე საფონდო ბაზარს უკვე ჰქონდა რეაქცია და კომპანიის აქციები 4%-ით გაიაფდა.

მოკლედ, Porsche-ს საქმეები არც თუ ისე კარგად მიდის: ყველაფერთან ერთად ელექტროქარებზე მოთხოვნა იმდენადაა შემცირებული, რომ კომპანიას ამბიციური გეგმების შესრულების იმედი აღარ უნდა ჰქონდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები