„კარლსრუეს“ მთავარი მწვრთნელი კრისტიან აიხნერი, ბუდუ ზივზივაძის სათამაშო ფორმით აღფრთოვანებულია. ინფორმაციას ამის შესახებ Geo Team ავრცელებს.
„ბუდუ ზივზივაძით აღფრთოვანებული ვარ. ახლა მასზე მხოლოდ კომპლიმენტების თქმა შემიძლია. ვარჯიშებზე, თამაშებში შესანიშნავ ფორმაშია” – თქვა მწვრთნელმა.
ცნობისთვის, პრე-სეზონის 3 ამხანაგურ მატჩში ბუდუ ზივზივაძემ თავი 3 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.
ბუნდესლიგა 2-ის გასულ სეზონში ქართველმა ფორვარდმა 12 გოლი გაიტანა.
🚨 "ბუდუ ევროპის ჩემპიონატიდან საოცარ ფორმაში დაგვიბრუნდა" 🇬🇪 კარლსრუეს მთავარი მწვრთნელი კრისტიან აიხნერი ბუდუ…
Posted by Geo Team on პარასკევი, 02 აგვისტო, 2024