პოპულარული „ნიკოს ბენდი“, რომლის შემადგენლობაში ნიკო ნანიტაშვილი, მანუ მურღულია, ნანუკა ფორჩიძე და ამიკო ჩოხარაძე არიან, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე 6 აგვისტოს სოლოკონცერტს გამართავს.
„ნიკოს ბენდის“ კონცერტის ბილეთები biletebi.ge-ს საიტზეა ხელმისაწვდომი.
„ნიკოს ბენდი“ საკუთარი რეპერტუარიდან სახალისო, მხიარულ და ენერგიულ კომპოზიციებს შეასრულებს.
მათ შორისაა სიმღერა „ქართული დისკო“, რომელსაც „იუთუბზე“ უკვე 63 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.