LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არათუ ლუგარის ლაბორატორიის დაფინანსება, არამედ სტუდენტებისთვის „ერასმუსის“ პროგრამაც შეიძლება შეჩერდეს“ – პაატა მანჯგალაძე

155
პაატა მანჯგალაძე

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა, „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე ეხმაურება და აცხადეს, რომ „არათუ ლუგარის ლაბორატორიის დაფინანსება, არამედ სტუდენტებისთვის „ერასმუსის“ პროგრამაც შეიძლება შეჩერდეს“.

როგორც პაატა მანჯგალაძე აცხადებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის თითოეული დღე, ქართული ოჯახებისთვის უფრო მეტ სიღარიბეს და ცივილიზებულ სამყაროსთან უფრო მეტ იზოლაციას ნიშნავს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის თითოეული დღე, ქართული ოჯახებისთვის უფრო მეტ სიღარიბეს და ცივილიზებულ სამყაროსთან უფრო მეტ იზოლაციას ნიშნავს. ვნახეთ 95 მილიონიანი, ამერიკის შეერთებული შტატების შეჩერებული დაფინანსება, ევროპელი პარტნიორების მხრიდან პროგრამების შეჩერება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს საქართველოში მოქმედებს 10 მილიარდი ლარის ღირებულების, 100-მდე პროექტი, ეს პროექტები თუ შეჩერდება, საქართველოს სიღარიბე და უმუშევრობა ემუქრება და კიდევ უფრო მეტ ქართველს მოუწევს ქვეყნის დატოვება. თუ ხელისუფლება შეიცვლება, კიდევ 14 მილიარდს მიიღებს საქართველო, 4 წლის განმავლობაში, რაც სიღარიბის დამარცხებისა და ქართველების საქართველოში დაბრუნების წინაპირობა იქნება.

არათუ ლუგარის ლაბორატორიის დაფინანსება, არამედ სტუდენტებისთვის “ერასმუსის” პროგრამაც შეიძლება შეჩერდეს, იმიტომ, რომ შენ თუ „ჰეზბოლასთან“ და „ჰამასთან“ ხარ, მაშინ არაფერი არ გესაქმება ევროპაში, უნდა წახვიდე ვენესუელაში ან ირანში. “ქართულმა ოცნებამ” ნათლად თქვა, “დასავლელი პარტნიორები არ არიან ჩვენი მეგობრები, ჩვენი მეგობრები არიან ირანი, “ჰეზბოლა”, ვენესუელაო“.

ლუგარი ამერიკელების დაფინანსებული და შექმნილი პროექტია. ეს ლაბორატორია რომ არა, პანდემიის დროს, კოვიდ ანალიზების გაკეთება გაგვიჭირდებოდა.

იმ 95 მილიონიანი დაფინანსებით, შესაძლებელი იყო საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის 10-იანი ზრდა. ასევე შეგვიძლია ამ 95 მილიონით გადავიხადოთ ყველა პენსიონერის საბანკო დავალიანება.

როგორც კი ხელისუფლება ამ პოლიტიკას გააგრძელებს, საქართველო ჩაიკეტება და ამას სიღარიბე, ინვესტორთა და მოქალაქეების ქვეყნიდან წასვლა მოჰყვება. ამ ხელისუფლების ყველა დღე ავის და ცუდის მომტანია საქართველოსთვის და მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g