მეუღლის გარეშე ჩავლილი 55 წლის იუბილესა და უამრავი მითქმა-მოთქმის ფონზე, ჯენიფერ ლოპესი პირველად გამოჩნდა. არტისტი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ჭრელი ყვავილების პრინტით დაფარულ, ვინტაჟურ კაბაში.
საზოგადოების მახვილ თვალს არ გამორჩენია ის ფაქტი, რომ ჯეი ლომ ბენის მიერ ნაჩუქარი, მწვანე ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი მარცხენა ხელიდან, მარჯვენაზე გადმოიტანა. ეს ფაქტი საგანგაშოდ მიიღეს „ბენიფერის“ გულშემატკივრებმა, რადგან ჯენიფერი მას გამუდმებით მარცხენა ხელზე ატარებდა.
ცნობისთვის, გუშინ ბენი პაპარაცებმა რადიკალურ შეცვლილი იმიჯით დააფიქსირეს. მედიის ცნობით, წყვილის განქორწინების საბუთები უკვე მზადაა, მხოლოდ მათი ხელმოწერაა საჭირო.
„ბენს არ მოსწონდა ჯეი ლოს პიკანტური ლუქები“ – ყველასთვის მოულოდნელი დეტალები „ბენიფერის“ შესახებ