„დიდ ბრიტანეთში, არეულობის დაწყებიდან დღემდე 378 ადამიანი დააკავეს“ – ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის პოლიცია ავრცელებს.
„ველით, რომ ეს რიცხვი ყოველდღიურად გაიზრდება, რადგან პოლიციელები მონაწილეთა იდენტიფიცირებას და დამნაშავეთა დაკავებას განაგრძობენ“ – ამის შესახებ განაცხადება დიდი ბრიტანეთის ეროვნული პოლიციის მეთაურთა საბჭოს ხელმძღვანელმა, გევინ სტივენსმა გააკეთა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით,„ძალადობრივ საპროტესტო აქციებში მონაწილეები იგრძნობნენ კანონის სრულ ძალას“ – აღნიშნული განცხადება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ქვეყნის მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ გააკეთა.
ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა დაშავებულ პოლიციელებს და დაზარალებულ რაიონებს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ პოლიციელების მუდმივი არმია უპასუხებს ძალადობას.
„ჩვენ გავაძლიერებთ სისხლის სამართალს. უკვე ასობით დაკავებულია. ზოგიერთი სასამართლოში დღეს დილით გამოცხადდა. მე ვთხოვე, რომ რაც შეიძლება სწრაფად განიხილონ პროცესში ჩართული პირების დასახელების და იდენტიფიცირების საკითხი, რომლებიც იგრძნობენ კანონის სრულ ძალას. და მესამე, მე აბსოლუტურად ცხადი ვიყავი, რომ სისხლის სამართლის კანონი ვრცელდება როგორც ინტერნეტში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მიდგომა, რომელიც გამოიყენება. ჩვენ არ მოვითმენთ თავდასხმებს მეჩეთებზე ან ჩვენს მუსლიმურ თემებზე. ასე რომ, კანონის სრული სიმტკიცე გამოიყენება ყველა იმ პირის მიმართ, ვინც იდენტიფიცირებულია, რომ მონაწილეობდა ამ საქმიანობაში“ – განაცხადა კირ სტარმერმა.
შეგახსენებთ, გასულ ორშაბათს, ქალაქ საუთპორტში ცეკვის სკოლაში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, სამი ბავშვი დაიღუპა. სამართალდამცავებმა 17 წლის თავდამსხმელი ბიჭი დააკავეს. პოლიციის ცნობით, დიდ ბრიტანეთში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში თავდამსხმელის ვინაობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ის რადიკალი ისლამისტი მიგრანტი იყო.
ფოტო: BBC