LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხები თავისი სამუშაო გრაფიკის არჩევას თავად შეძლებენ

133
665fabb35260a1389a4c4071_How to Stay Aligned With Employment Laws in the Czech Republic (2)

ჩეხეთში შესაძლოა, დასაქმებულებმა თავისი სამუშაო გრაფიკი თავად შეადგინონ.

ნაციონალურ შრომით კოდექსში ცვლილებების შეტანას პარლამენტის ზედა პალატამ მხარი უკვე დაუჭირა, წერს omni present-ი.

გრაფიკის შეცვლა დამსაქმებელთან ურთიერთშეთანხმებით იქნება შესაძლებელი. ახალი გრაფიკი კანონიერ ნორმებში უნდა ჯდებოდეს: მაგალითად, სამუშაო ცვლებს შორის მინიმუმ 11-საათიანი დასვენება აუცილებელია.

ჩეხები, რომლებიც დისტანციურად არიან დასაქმებული, სამუშო განრიგს ისედაც დამოუკიდებლად ირჩევენ. კანონში ცვლილებამ კი ასეთი შესაძლებლობა უნდა მისცეს ყველა ადამიანს, მიუხედავად პროფესიისა და მუშაობის ფორმატისა.

შეგახსენებთ, რომ ამასობაში ევროპული ქვეყნები 4 დღიანი სამუშაო კვირის შესაძლებლობას განიხილავენ და ბევრგან ეს სისტემა ძალიანაც მოსწონთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები