LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ… დანის მრავალჯერადი დარტყმით მოკლა“ – ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტით, განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა

121
ნაფიცი მსაჯულები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა, ნაფიცმა მსაჯულებმა თელავის რაიონულ სასამართლოში განიხილეს.

„სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ. 2022 წელს მათ საერთო ბიზნეს საქმიანობა წამოიწყეს, რა დროსაც თანხასთან დაკავშირებით, მათ შორის უთანხმოება წარმოიშვა. 

2023 წლის 11 ნოემბერს, სოფელ ქეშალოში, ბრალდებულმა დაზარალებული შურისძიების მოტივით, უთანხმოების ნიადაგზე, დანის მრავალჯერადი დარტყმით მოკლა. 

პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. 

ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა მტკიცებულების და საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, ბრალდებული განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. 

სასამართლომ მას სასჯელის სახედ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

🔵 პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს ➡️ სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ. 2022 წელს მათ საერთო ბიზნეს საქმიანობა წამოიწყეს, რა დროსაც თანხასთან დაკავშირებით, მათ შორის უთანხმოება წარმოიშვა. 🔗 ვრცლად: https://pog.gov.ge/news/prokuraturis-mier-wardgenili-mtkicebulebebis-safuZvelze-naficma-msajulebma-mkvlelobis-faqtze-bralde

Posted by საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia on ორშაბათი, 05 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g