LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იშვიათად შემხვედრია ასეთი წესიერი ადამიანი და ასეთი მშრომელი ოჯახი, ვიტალის ჰყავს 4 პატარა შვილი, რომლებსაც იმ მარკეტით ინახავს“ – სასამართლომ ვიტალი გუგუჩიას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

181
ვიტალი გუგუჩია

მაღაზია „მეტი თავისუფლების“ მფლობელს, აქტივისტ ვიტალი გუგუჩიას სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მიიღო და პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

როგორც პროკურორმა თქვა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობდა. მისი თქმით, ვიტალი გუგუჩიას მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეები არსებობდა.

ცნობისათვის, ვიტალი გუგუჩიას პროკურატურამ ბრალდება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტზე წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია:

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 31 მაისს, ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის ჟურნალისტი ნ.ბ. და ოპერატორი ბ.დ., ვ.გ.-სთან ინტერვიუს ჩაწერის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, რესპონდენტის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ. ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის სარედაქციო პოლიტიკის მოწინააღმდეგე ვ.გ.-მ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ სიტყვიერი აგრესია გამოხატა, რის შემდგომაც ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულის შედეგად, მედიის წარმომადგენლებმა ადგილზე პროფესიული საქმიანობის განხორციელება ვერ შეძლეს. 

დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

ვიტალი გუგუჩიასთვის გირაოს შეფარდებას სოციალურ ქსელში ეხმიანება პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე:

„ვიტალი ის ადამიანია ვინც ქოც დეპუტატს რუსული კანონი არგუმენტებით დაახია თავზე საკუთარ პატარა მარკეტში [ფორთოხლის ვიდეოდ ცნობილი].

ამის გამო ის გახდა რუსული ტერორის სამიზნე, აშავებენ, ლანძღავენ, უვრცელებენ ჭორებს, უქსევენ პოსტ ტვ-სა და ზონდერებს.

მე იშვიათად შემხვედრია ასეთი წესიერი ადამიანი და ასეთი წესიერი, მშრომელი ოჯახი.

ვინც იმ ცნობილ ვიდეოს უყურეთ, ისედაც მიხვდებოდით და იგრძნობდით ამას.

პროკურატურამ ვიტალი გუგუჩიას ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარუდგინა.

დღეს კი ვიტალის 5 000ლარი გირაო შეეფარდა. ამ ნაბ***-ის წამოწყებული ტერორიც ამაზეა გათვლილი.

ვიტალის ჰყავს 4 პატარა შვილი, რომლებსაც იმ მარკეტით ინახავს.

მას არაფერი დაუშავებია, გარდა საკუთარი ქვეყნისა და ოჯახის დაცვისა.

ამიტომ საჯაროდ ვდებ ვიტალის ანგარიშის ნომერს, ჩვენ შეგვიძლია შევუმსუბუქოთ თავზე დამტყდარი უსამართლობა

edited: შეგროვდა უკვე. უღრმესი მადლობა“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ვიტალი ის ადამიანია ვინც ქოც დეპუტატს რუსული კანონი არგუმენტებით დაახია თავზე საკუთარ პატარა მარკეტში[ფორთოხლის ვიდეოდ…

Posted by Zurab Girchi Japaridze on სამშაბათი, 06 აგვისტო, 2024

„დაიწყეს ჩვენი ოჯახის გაშავება… უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ რეალურად, იმის გამო, რომ რუსქოცებს არ გავურიგდით არასდროს“ – რას წერს მირანდა ჯობავა ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ

ვიდეო: „ვიქტორ ჯაფარიძემ თქვენი ფორთოხალი ვისროლე და ბოდიშის მოსახდელად მოვედიო, რა ფორთოხალი, თქვენ ჩემს ოთხ შვილს მომავალი წაართვით-მეთქი“ – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g