LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვითხოვთ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას გირაოს სახით“ – მერიის დაკავებული მაღალჩინოსნის ადვოკატი

85
Untitled design (4)

ვაკის პარკის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის დაცვის მხარე აპირებს, სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართოს. ამის შესახებ გიორგი ვახტანგაშვილის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ გირაოს რაოდენობაზე მოგვიანებით ჩამოყალიბდებიან.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ 9 პირს ბრალდება წარუდგინეს

ვახტანგაშვილის უფლებადამცველის თქმითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კვლავ კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს.

ადვოკატი: მერიის თანამშრომლისთვის უცნობია, რაში უნდა გამოხატულიყო სამსახურებრივი გულგრილობა

„საკმაოდ კომპლექსურად, არაერთი საგამოძიებო მოქმედება და გამოკითხვა ჩატარდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი ვახტანგაშვილი დუმილის უფლებას იყენებს, სამწუხაროდ, მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს ჩემებური ინტერპრეტაცია მივცე.

შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გიორგი ვახტანგაშვილი გამოძიების დაწყების წუთიდან გამოძიებასთან თანამშრომლობდა. სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა და არაერთ საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად, ის დღევანდელი მდგომარეობითაც გამოთქვამს სურვილს, რომ გამოძიების მიმართულებით მაქსიმალურად გააგრძელოს თანამშრომლობა.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შერჩევის სხდომას, ალბათ, უახლოეს ხანებში ჩაინიშნება. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბრალდების მხარე მოითხოვს პატიმრობის გამოყენებას ბატონი გიორგი მიმართ. ჩვენ, ისევ გიორგის პოზიციიდან გამომდინარე, ფაქტობრივ საფუძვლებზე ყურადღებას არ გავამახვილებთ და მხოლოდ არ დავეთანხმებით ფორმალურ საფუძვლებთან მიმართებით.

შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას  გირაოს სახით“, – აღნიშნა ლაშა ცუცქირიძემ.

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში შადრევანში სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთ-ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 9 ადამიანი დააკავეს. 

დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა გუშინ პროკურატურამ.

უწყება მათ სამსახურებრივ გულგრილობას, საწარმოში ჩადენილ გულგრილობას, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას, დამზადებაში წაქეზებას, გამოყენებას და გასაღებას ედავება.

ადვოკატი: გაოგნებულია, გაუკვირდა დაკავების ამბავი – ლაშა ფურცხვანიძე დგას მყარად, როგორც მართალი ადამიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები