ინდოეთში დააპატიმრეს მამაკაცი, რომელიც 5 ქალთან იმყოფებოდა ქორწინებაში და კიდევ 49-ს სთხოვა ხელი. ამის შესახებ Odisha TV წერს.
36 წლის სატიაჯიტ მანაგოვინდ სამალი გასაცნობ საიტებზე ქალებს ატყუებდა, სხვა ადამიანად აცნობდა თავს. ის როგორც წესი, მსხვერპლად განქორწინებულებს ირჩევდა, მათთან საქორწინო ხელშეკრულებას აფორმებდა, შემდეგ ფულს იღებდა და დროებით დუბაიში გარბოდა ხოლმე.
თაღლითის წინააღმდეგ გამოძიება მისი ორი ცოლის საჩივრის შემდეგ დაიწყო. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ სამალი მასზე ფაქტობრივად, ძალადობდა და ავტომობილის საყიდლად 815 ათასი რუპია გამოსძალა. ქალის თქმით, მეუღლისთვის მან ბანკიდან კრედიტიც კი აიღო.
სამალი პოლიციამ სპეც-აგენტის დახმარებით დაიჭირეს. ქალი მას საიტზე სხვა სახელით გაეცნო, შემდეგ პაემანზე დაპატიჟა და ადგილზე მისული დააკავა.