LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „ეს სპეკულაციებია, რომელსაც არ აქვს საფუძველი, ერთადერთი მიზანი არის ის, რომ რაღაცნაირად გახლიჩონ ამ ყველაფერშიც საზოგადოება… რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ თურმე 7 აგვისტოს დაწყებულა ომი“

128
ირაკლი კობახიძე

„არ მგონია, რომ თარიღთან დაკავშირებით ეს სპეკულაციები იყოს სერიოზული. გახსოვთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამ თარიღს აღნიშნავდნენ წლების განმავლობაში 8 აგვისტოს და რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ თურმე 7 აგვისტოს დაწყებულა ომი“- ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

პრემიერ-მინისტრმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„აგვისტოს ომის შემზარავი შედეგები 16 წელია ღია ჭრილობად რჩება ჩვენი ქვეყნისთვის… ურყევია ჩვენი რწმენა, რომ მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ შენებით, მხოლოდ წინსვლით და განვითარებით მივაღწევთ საქართველოს გამთლიანებას ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად“ – კახა კალაძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის მიზანია, რომ არაფერი აერთიანებდეს ქართულ საზოგადოებას, მათ შორის, ომის დაწყების თარიღიც კი.

„არ მგონია, რომ თარიღთან დაკავშირებით ეს სპეკულაციები იყოს სერიოზული. გახსოვთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამ თარიღს აღნიშნავდნენ წლების განმავლობაში 8 აგვისტოს და რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ თურმე 7 აგვისტოს დაწყებულა ომი. ეს სპეკულაციებია, რომელსაც არ აქვს საფუძველი, ერთადერთი მიზანი არის ის, რომ რაღაცნაირად გახლიჩონ ამ ყველაფერშიც საზოგადოება. არაფერი უნდა აერთიანებდეს ქართულ საზოგადოებას, ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მიდგომა, მათ შორის, ომის დაწყების თარიღიც კი, რაც ჩვენთვის მიუღებელია. წლების განმავლობაში, აღინიშნებოდა 8 აგვისტოს ომის დაწყების თარიღი და ამ თარიღის აღნიშვნა გრძელდება ახლაც ასე. რაც შეეხება ოპოზიციას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის სპეკულაციები და არასერიოზული, ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე: „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება მშვიდობიანი გზით და ასრულდება ის ოცნება, რომელიც ჩვენს გმირებს ჰქონდათ“

„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“ – საგარეო საქმეთა სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო: „2008 წლის აგვისტოს ომის მეთექვსმეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დროშები დაეშვა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g