LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორი  მაგარი გოგო წავიდა იცით?.. თან როგორ წავიდა.. მთელ თბილისს რომ დაწყვიტა გული.. ლიკას უნდა ეცოცხლა..“ – რა ვიდეო მიმართვას ავრცელებს „ნაფოტა“

844
ირაკლი კობახიძე (1)

4 აგვისტოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან პირ­ვე­ლის და, ლიკა პირ­ვე­ლი გარდაიცვალა – ახ­ლობ­ლე­ბის ცნობით, ლი­კამ ძმას ღვიძ­ლი გა­და­უ­ნერ­გა, რის შემ­დე­გაც მას თრომ­ბი გა­ნუ­ვი­თარ­და და ლიკა პირველის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ ფაქტს ლიკას ახლობლებისგან, მეგობრებისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„როგორი მაგარი გოგო წავიდა იცით? მთელს ვაკეს, მთელს თბილისს რომ დაწყვიტა გული. ადამიანს ვერ მეტყვით, ის ის რომ არ უყვარდა. უკეთილშობილესი, ულამაზესი, უკარგესი, უსაყვარლესი. თან, როგორ წავიდა.. თავის ძმასთან წავიდა, ჩაფრინდა, გადაუნერგა ორგანო.. ასეთი რამეები არ უნდა ხდებოდეს. ამ გოგოს უნდა ეცოცხლა“, – ამბობს ლიკას ახლობელი, ტიკ-ტოკის ცნობილი მომხმარებელი „ნაფოტა“.

„2 დღის წინ გადაუნერგა ღვიძლი ძმას, გუშინ თრომბი განვითარდა..“ – ბიზნესმენ ლევან პირველის და გარდაიცვალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g