LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინციდენტი ბათუმში: პირს, რომელიც ქურდობის მიზნით ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრა, დასაქმებულმა თავში ნიჩაბი ჩაარტყა – როგორია მისი მდგომარეობა

171
ქურდობა

ბათუმში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ქურდობის მიზნით ერთი პირი შეიჭრა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე ობიექტზე მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობითვე, აღნიშნულ პირს, თავდაცვის დროს, ერთ-ერთმა დასაქმებულმა თავში ნიჩაბი ჩაარტყა. მედიის ინფორმაციით, ის თავის ტრავმით კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, პირი დაკავებულია, ის კლინიკაში რჩება და მიღებულ დაზიანებებზე მკურნალობას აგრძელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g