LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩენილ ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა

299
ხანძარი ზუგდიდში

ზუგდიდში ხანძრის შედეგად, ორი მცირეწლოვანი დაიღუპა.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა.

როგორც რადიო „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ბინაში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვნის გადარჩენა მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდები კლინიკაში გადაიყვანა.

მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე, სამაშველო ჯგუფებთან ერთად, მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. არსებობდა ცეცხლის სხვა სართულებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა რამდენიმესაათიანი სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა შეძლეს ხანძრის სრული ჩაქრობა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g