14 აგვისტოდან თბილისში, გმირთა მოედნის ესტაკადაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, შეზღუდვა 10 დღეს იმოქმედებს:
„გმირთა მოედნის ესტაკადაზე ვარაზისხევის მიმართულებით არსებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე, 14 აგვისტოს 23:00 საათიდან ათი დღის განმავლობაში, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გმირთა მოედნის ესტაკადაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება გმირთა მოედნის ესტაკადაზე ვარაზისხევის მიმართულებით…
Posted by თბილისის მერია / Tbilisi City Hall on სამშაბათი, 13 აგვისტო, 2024