LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა გარეგნობის 65 წლის პატარძალი ქორწილამდე საქმროს ასაკს უმალავდა

122
Screenshot 2024-08-14 105937

იაპონიაში საქმრომ მხოლოდ ქორწილის წინ შეიტყო, რომ პატარძალი მასზე 25 წლით უფროსი იყო. ამის შესახებ South China Morning Post იტყობინება.

33 წლის იოშიტაკიმ აკი მის კუთვნილ ბარში გაიცნო. „მასთან საუბრის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ პირველი ქორწინება ორივეს წარუმატებელი გვქონდა, შვილებს ორივე მარტო ვზრდიდით და ბევრი საერთო ინტერესიც გვქონდა“, – ამბობს ის. მალე ნაცნობობა ურთიერთობაში გადაიზარდა.

აკი თავიდანვე მალავდა ასაკს და ამტკიცებდა, რომ 44 წლის იყო, თუმცა რეალურად ბევრად უფროსი ყოფილა. ვინაიდან ის თავის ასაკთან შედარებით ახალგაზრდად გამოიყურებოდა, იოშიტაკი არაფერს ეჭვობდა. აკის სიმართლის სათქმელად გამბედაობა არ ეყო. ერთ დღეს მან განზრახ დატოვა პასპორტი და სადაზღვევო ბარათი მაგიდაზე იმ იმედით, რომ იოშიტაკი ნახავდა მისი დაბადების თარიღს და აღარ გახდებოდა საჭირო მისი აღიარება. თუმცა ბიჭმა ვერ გაიგო მინიშნება.

შვიდი წლის შემდეგ წყვილმა გადაწყვიტა დაქორწინება. ქორწილამდე აკიმ იოშიტაკას უთხრა, რომ ის სინამდვილეში 65 წლის იყო. მას ეშინოდა, რომ ამის შემდეგ ის მიატოვებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

”მე არ მაინტერესებს რეალური ასაკი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც აქამდე არ მითხარი”, – იყო ბიჭის პასუხი.

ქორწილის შემდეგ მათ მიატოვეს სამსახურები და იაპონიის მასშტაბით სამოგზაუროდ გაემგზავრნენ. ახლა მათ კონდიციონერის დასუფთავების ბიზნესი აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები