LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფედერალისტები“ – „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა ლიდერებმა გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა ახალი პარტია წარადგინეს

155
გიგა ბოკერია თამარ ჩერგოლეიშვილი

„ევროპული საქართველოს“ ყოფილი ლიდერები გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი ახალ პარტიას აფუძნებენ.

პარტია „ფედერალისტების“ პრეზენტაცია დღეს გაიმართა. პარტიის წარმომადგენელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა აუდიტორიას პარტიის ახალი ლოგო წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

მისი განცხადებით, პარტიის დამფუძნებელი ყრილობაც სექტემბერში ჩატარდება.

„ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, ზუსტად ვიცით, რამ იმუშავა იქ, რამაც თქვენი ყურადღება ჩვენკენ მოაპყრო და ზუსტად ვიცით, ეს ყურადღება როგორ გავზარდოთ და გავაფართოოთ. რაც შეეხება პარტიის სახელს, რატომ „ფედერალისტები“ – ორი დღის წინ ზუგდიდში ორი ბავშვი დაიწვა და ეს ერთდღიანი ფეისბუკ-მოთქმა ვნახეთ და ეს ახასიათებს, ზოგადად, სოციალურ მედიას, რომ რაღაც დიდი უბედურება მოხდება, ერთი დღე ხალხი ინერვიულებს და მერე ისევ რაღაც დიდი უბედურება ხდება. ამ ყველაფერზე ერთი პასუხი არსებობს სინამდვილეში – ბუნებრივია, ტრაგედიებს თავიდან ვერავინ აიცილებს, ტრაგედიები ყოველთვის მოხდება, მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანის სიცოცხლეს ფასი მიეცეს, იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ თავისი სიცოცხლის უფლებისკენ, თავისუფლებისკენ, ბედნიერებისკენ სწრაფვის რეალიზება, საჭიროა, ეს თავს მოხვეული თავკომბალა სახელმწიფო დაიშალოს და აეწყოს ახალი სახელმწიფო, ახალი რესპუბლიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება ძლიერ მოქალაქეებზე. ამას ემსახურებოდა ის პრაიმერიზიც. ეს არის სწორი სისტემა, როგორც უნდა ვიმუშაოთ და სწორედ ამიტომ, ფედერალიზმი. ფედერალიზმი არ არის სახელმწიფო მოწყობა, ეს არის სისტემა, რომელიც ძალის ისეთ გაწონასწორებას წარმოქმნის, სადაც ადამიანის სიცოცხლეს, მის უნარებს, მის შესაძლებლობებს განსაკუთრებული ფასი ედება. არჩევნების გარშემო დასმულ კითხვებს პასუხებს სექტემბერში გავცემთ. მინდა გთხოვოთ, თუ კი თქვენი ნდობა გვაქვს, ეს ერთი თვეც მინდა გთხოვოთ ნდობის გამოჩენა. ვიმოქმედებთ, პირველ რიგში, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე და შემდეგ, ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, რაც გულისხმობს რუსული რეჟიმის შეცვლას,“ – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g