გლდანში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის „მარიამი“ სახურავზე ხანძარია.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე უკვე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და ცეცხლის ქრობის პროცესი მიმდინარეობს.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.