LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რატომ ვერ გაიმართება 7 სექტემბრის საქართველო – ჩეხეთის მატჩი „დინამო არენაზე“ – ლევან კობიაშვილის განმარტება

493
ლევან კობიაშვილი

„სტადიონის ადმინისტრაციიდან ჩვენთან მოვიდა წერილი და ასევე, მათთან სიტყვიერად გვქონდა საუბარი. წერილში ისინი საუბრობენ პრობლემასთან დაკავშირებით“ – ამის შესახებ ლევან კობიაშვილმა განაცხადა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განმარტა, თუ რატომ ვერ გაიმართება საქართველო – ჩეხეთის 7 სექტემბრის შეხვედრა „დინამო არენაზე“.

„სტადიონის ადმინისტრაციიდან ჩვენთან მოვიდა წერილი და ასევე, მათთან სიტყვიერად გვქონდა საუბარი. წერილში ისინი საუბრობენ პრობლემასთან დაკავშირებით. შესაბამისად, თუ რაიმე სხვა წერილი მისცეს და სავარაუდოდ, რაღაც სხვა წერილი აქვს ადმინისტრაციას მიცემული ტელევიზიისთვის, ჩვენთვის ეს უცნობია.

გვაქვს ოფიციალური თამაში უეფას ეგიდით. ვერანაირად ვერ ჩავატარებთ იმ პირობებში, სადაც თუნდაც ერთ ადამიანს პირველ იარუსთან დაკავშირებით რაიმე სახის საფრთხე შეიძლება შეექმნას. ამიტომ, ვითამაშებთ იქამდე, სანამ ეს პრობლემები არ აღმოიფხვრება. ვითამაშებთ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ასევე ბათუმში – არაჩვეულებრივ სტადიონზე და გამოვთქვამთ იმედს, რომ სტადიონის ადმინისტრაცია უახლოეს პერიოდში ამ პრობლემებს მოაგვარებს“ – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

რატომ ვერ იმართება საქართველო-ჩეხეთის მატჩი "დინამო არენაზე"

რატომ ვერ იმართება საქართველო-ჩეხეთის მატჩი "დინამო არენაზე" – ლევან კობიაშვილი მიზეზებზე საუბრობს. ვრცლად – rustavi2.ge/ka/news/289406

Posted by Rustavi 2 • რუსთავი 2 on შაბათი, 17 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g