LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტი პერის ახალ კლიპთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

203
katy-perry-lifetimes

9 აგვისტოს, კეტი პერიმ მომდევნო დისკის მეორე სინგლი – Lifetimes წარადგინა. სიმღერის რელიზი თანმხლებ კლიპთან ერთად შედგა, რომელზეც გამოძიება დაიწყო.

ვიდეო ესპანეთში, ბალეარის კუნძულთაგან ყველაზე პატარაზე, სესპალმადორზე გადაიღეს, რომლის ღირებულება 18 მილიონი ევროა და ის ლუქსემბუგის სამეფო ოჯახის საკუთრებაა.

ბალეარის მთავრობის გარემოს დაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ საპროდიუსერო კომპანიამ შეზღუდულ ტერიტორიაზე მუსიკალური რგოლის გადასაღებად ავტორიზაცია არ მოითხოვა. გამოძიება კუნძულზე დაცული დიუნების პოტენციური დაზიანების გამო მიმდინარეობს.

მომღერლის წარმომადგენლების თქმით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

,,ჩვენ ვიცავდით ყველა რეგულაციას, რომლებიც დაკავშირებულია ამ ზონაში გადაღებებთან და დიდ პატივს ვცემთ ამ ადგილს და მის დაცვაზე დავალებულ ოფიციალურ პირებს,” – განაცხადეს მათ.

კეტი პერი VMAs-ზე მაიკლ ჯექსონის სახელობის პრემიას მიიღებს და იმღერებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები