LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენო პეტრიაშვილი: მამაჩემი, ბავშვობიდანვე მეუბნებოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონი უნდა გახდეო..მსოფლიო ჩემპიონობა სულ გმირობა მეგონა, მართლაც ასეა, ძალიან დიდი მოვლენაა

173
გენო პეტრიაშვილი

მამაჩემი, ბავშვობიდანვე მეუბნებოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონი უნდა გახდეო და მსოფლიო ჩემპიონობა სულ გმირობა მეგონა და მართლაც ასეა, ძალიან დიდი მოვლენაა, – ამის შესახებ ოლიმპიური ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი აცხადებს.

როგორც გენო ამბობს, მისი მთავარი ფორმულაა არ დანებდეს და ბოლომდე იბრძოლოს.

ვიდეო: „შენ გენაცვალე, მიდი გენო“ – გენო პეტრიაშვილის დედის გულის ამაჩუყებელი ემოციები შვილის ასპარეზობისას

„როგორც ყველა ბავშვს, მეც მიყვარდა სპორტი, მონდომებული ბავშვი ვიყავი. სპორტულ ცხოვრებას თან ახლავს როგორც გამარჯვება, ისე დამარცხება, ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

მზად ვართ ყველაფრისთვის, ახალი გამოწვევებისთვის. მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ჩემი სამშობლო და ეს ყველაფერი შერწყმულია ჩემს ხასიათში და ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია. ჩემი მთავარი ფორმულაა: არ დავნებდე და ბოლომდე ვიბრძოლო.“, – აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა „იმედის“ ეთერში.

ქართველმა თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვემ გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლმა პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­დაზე ოქ­როს მედ­ალი მოიპოვა.

„მინდა, ჩემი გამარჯვება ჩემს გმირებს, შინდისში დაცემულ ვაჟკაცებს მივუძღვნა“ – გენო პეტრიაშვილი

ფოტო მთავარ სლაიდზე europop

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g