რიკოთის გვირაბში მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის გვირაბში მოძრაობა აღდგენილია.