LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ ბრიტანეთში “დისნეილენდი” გაიხსნება

46

დიდ ბრიტანეთში პირველი “დისნეილენდი” 2022 წლისთვის გაიხსნება. თემატური პარკის ღირებულება 3,5 მილიარდი დოლარია და ის კენტის საგრაფოს სიახლოვეს განთავსდება. ზღაპრულ სამყაროში უამრავ ატრაქციონთან ერთად ასევე აშენდება ულამაზესი თეატრიც, რომელიც ერთდროულად 2000 მაყურებელს დაიტევს და მათ მართლაც საინტერესო შოუებით გაანებივრებს. პროექტის ორგანიზატორთა აზრით, პარკი ყოველდღიურად 40 ათასამდე ვიზიტორს მიიღებს და ბრიტანელებისთვის დამატებით 33 000 სამუშაო ადგილს შექმნის.

რაც შეეხება ატრაქციონებს, ისინი სათავგადასავლო ზონას, ლეგენდების მიწას, ანიმაციურ ცირკსა და გასართობ ქალაქს მოიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარკში მისული დამსვენებელი დაუვიწყარ დროს გაატარებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები