LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბაბუები, დამიანე კვარაცხელიას პირველი კადრი და მეგობრების მილოცვა“ – როგორ აღნიშნეს ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის ვაჟის დაბადება

1050
ხვიჩა კვარაცხელია

21 აგვისტოს, ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას და მის მეუღლეს, ნიცა თავაძეს შვილი შეეძინათ – წყვილმა ვაჟიშვილს დამიანე დაარქვა.

ვიდეო: ხვიჩა კვარაცხელიას ბიჭის შეძენას ულოცავენ – პირველი კადრები კლინიკიდან

ახალშობილის პირველი კადრი ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში მალევე გამოაქვეყნა.

პირველი კადრი: „უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში“ – ხვიჩა კვარაცხელია პატარა დამიანეს ფოტოს გვიზიარებს

ამასთან, დამიანეს დაბადების აღნიშვნის დროს გადაღებულ კადრებს, „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძეც – კადრებში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ასევე ჩანან დამიანეს ბაბუები და ხვიჩას და ნიცას მეგობრები.

„დაიბადა ბებოს გულის გახარება ბიჭი“ – ხვიჩა კვარაცხელიას დედის ემოციური პოსტი

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა, „ნაპოლიმ“ საპატიო მიზეზით უფლება მისცა საქართველოში დაბრუნებულიყო, რათა პირველი შვილის დაბადებას დასწრებოდა.

ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში, სავარაუდოდ, მალევე დაბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g