LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სიტყვები გია ყანჩელმა ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს მითხრა“ – დარიგება, რომელიც ნუცა თოფურიას არასდროს დაავიწყდება

217
ნუცა თოფურია

მომღერალი ნუცა თოფურია ჟურნალ „გზის“ რუბრიკის – „დაუსრულებელი წინადადების“ სტუმარია.

ნუცა თოფურია რუბრიკაში საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებსა და საყვარელ ადამიანებზე საუბრობს და ასევე იხსენებს დარიგებას, რომელიც მისი თქმით, არასდროს დაავიწყდება:

„იმედია, ჩემს მშობლებს არ ეწყინებათ, მათი ყოველი სიტყვა და დარიგება კარგად მახსოვს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო გია ყანჩელის სიტყვები, რომელიც ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს მითხრა: „ნუცა, დარჩი ყოველთვის ასეთი გულწრფელი და იყავი ყოველთვის ასეთი მართალი, შენს სიმღერას ეს ძალიან ეტყობა, სხვა ემოცია მოდის“. წარმოუდგენელია, ეს სიტყვები დამავიწყდეს. ამ ადამიანთან გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო.

მახსოვს, ეს სიტყვები რომ ეთქვა, ჩემამდე მოსასვლელად მთლიანი დარბაზი გამოიარა, მაშინ უკვე შეუძლოდ იყო. არასდროს დამავიწყდება მისი ზარი, როდესაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მიმიპატიჟა და მითხრა: მინდა „ყვითელი ფოთლები“ შენ იმღეროო, მაშინ 19 წლის ვიყავი. ბატონ გიას შემთხვევით მოუსმენია ჩემ მიერ შესრულებული ეს სიმღერა“, – იხსენებს ნუცა თოფურია.

ნუცა თოფურიას ინტერვიუს სრულად წაიკითხავთ ჟურნალ „გზის“ 22 აგვისტოს ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g