LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„20 წლის მერე ვინ მომიყვანს ჩემს შვილს? 20 წლის მერე ეს გამოვა და მზეს დაინახავს“ – რას ამბობს ვარკეთილში, მეუღლის მიერ მოკლული ქეთევან ედიბერიძის დედა ბრალდებულისთვის 20-წლიან პატიმრობის მისჯაზე

228
გიორგი კავლელაშვილი

მიმდინარე წლის 9 იანვარს, ვარკეთილში, მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილი დღეს სასამართლომ მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენის ნაწილში გაამართლა.

„ჩემ მეუღლეს, ჩემი შვილის დედას წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემ შვილს დედის სიყვარულის უფლება, რაც ძნელია… საღ გონებაზე ამის გამკეთებელი არ ვიყავი“ – ვარკეთილში, მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა

სასამართლო პროცესს ესწრებოდა მოკლულის, ქეთევან ედიბერიძის დედაც, რომელმაც მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა. მისი თქმით, სასამართლოს ბრალდებული გენდერის ნაწილშიც დამნაშავედ უნდა ეცნო.

„20 წლის მერე ვინ მომიყვანს ჩემს შვილს? 20 წლის მერე ეს [მსჯავრდებული] გამოვა და მზეს დაინახავს. უვადოს ვითხოვდი და ვითხოვ, ბრძოლას გავაგრძელებ. ჩემი შვილი 6 წლის უნახავი მყავდა, აწი ვეღარ ვნახავ. რატომ მომიკლა შვილი, მიზეზი მითხრას”, – განაცხადა მოკლული ქალის დედამ.

„მამამთილი შესწრებია და ბავშვი გამოუყვანია.. ალბათ სიმთვრალეში პათოლოგიური გადახრები ჰქონდა“ – 27 წლის გოგოს მკვლელობის საქმის დეტალები

შეგახსენებთ, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ვარკეთილში, მიმდინარე წლის იანვარში მოხდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა გიორგი კავლელაშვილმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მთელს სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა“ – ექიმი ქმრის მიერ მოკლულ ქალზე

„ძალიან კარგი გოგო იყო ქეთი.. 4 თვის ბავშვი ჰყავთ.. ყვე­ლა შოკ­შია მომ­ხდა­რით“ – რას ამბობენ ახლობლები ქმრის მიერ მოკლულ 27 წლის გოგოზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g