LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ოჩხიკიძეს ოქროს მედალი გაუუქმეს

643
გიგა ოჩხიკიძე

პარიზში მიმდინარე 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე პარამძლეოსან გიგა ოჩხიკიძეს ბირთვის სროლაში მოპოვებული ოლიმპიური ოქროს მედალი გაუუქმეს.

გიგამ საუკეთესო შედეგი აჩვენა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

მან ბირთვის კვრაში 9,66 მეტრი დააფიქსირა.

თუმცა, შეჯიბრის დასრულების შემდეგ, მაროკოსა და პოლონეთის დელეგაციებმა შედეგი გააპროტესტეს. მას შემდეგ, რაც მსაჯებმა ვიდეოგამეორებას გადახედეს, ჩათვალეს, რომ ოჩხიკიძემ სროლის წესები დაარღვია.

გიგას ნაცვლად, ოქროს მედალი მაროკოელ აბდელილაჰ განის გადაეცა.

როგორც პარიზის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური საიტიდან ვიგებთ, გიგას მედალი ჩამოართვეს და იგი მაროკოელ განის გადაეცა. ვიცე-ჩემპიონი ირანელი სპორტსმენი, ხოლო ბრინჯაოს მედალოსანი პოლონელი პარამძლეოსანი გახდა.

შეგახსენებთ, საქართველო პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით ასპარეზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g