LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიაში მგზავრთა მომსახურების პროცესში ბიომეტრიული მონაცემების გამოყენება სურთ

113
შვეიცარია

შვეიცარიის აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს მგზავრების სახის ამოცნობის სისტემის გამოყენების უფლება მიეცემათ.

საავიაციო კანონში შესატანი შესაბამისი ცვლილებების პროექტი განსახილველად ფედერალურმა საბჭომ უკვე წარადგინა. საკითხის ირგვლივ კონსულტაციები 28 ნოემბრისთვის დასრულდება.

აეროპორტებისა და ავიაკომპანიების თანამშრომლების მიერ ბიომეტრიული მონაცემების გამოყენება მგზავრებს საშუალებას მისცემს, უარი თქვან ქაღალდის ბილეთების ან ჩასხდომის ელექტრონული ტალონების გამოყენებაზე.

სახის ამოცნობის სისტემის გამოყენება შესაძლებელი იქნება ბარგის ჩაბარების, რეგისტრაციის, ჩასხდომის ბარათის მონიტორინგის ან თვითმფრინავში ასვლის დროს.

როგორც შვეიცარიის მთავრობაში აცხადებენ, იმ მგზავრებისთვის, რომლებიც სახის ამოცნობის სისტემის გამოყენებაზე უარს იტყვიან, ალტერნატივის სახით, დღეს მოქმედი მოდელი იქნება შეთავაზებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g