LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

41 დაღუპული და 180-ზე მეტი დაშავებული პოლტავაში – ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქალაქზე იერიში რუსებმა ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს

181
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ჯარების მიერ ქალაქ პოლტავაზე ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული თავდასხმას, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 41 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 180-ზე მეტი ადამიანი.

ზელენსკის თქმით, ორი ბალისტიკური რაკეტით დარტყმა სასწავლო დაწესებულებისა და საავადმყოფოს შენობებზე განხორციელდა.

ნაწილობრივ დანგრეულია კომუნიკაციების ინსტიტუტი, ნანგრევებში ხალხია მოყოლილი.

„ამჟამად არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ორი ბალისტიკური რაკეტით საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საავადმყოფოს ტერიტორიაზე განხორციელდა. ნაწილობრივ დაინგრა კომუნიკაციების ინსტიტუტის ერთ-ერთი შენობა. ხალხი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. დაშავდა 180-ზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის ცნობილია 41 გარდაცვლილის შესახებ“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ყველა საჭირო სამსახური, რომლებიც ადამიანების გადარჩენას ცდილობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g