LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ძვირფასი Lada 4×4 ტყავის სალონით გაყიდვაში ჩაეშვა

82

АвтоВАЗ-მა სერიაში ყველგანმავალი Lada 4×4-ის სპეციალური მოდიფიკაცია ჩაუშვა, რომელიც მოდელის 40 წლის იუბილეს ეძღვნება. ეს ავტომობილი თავის ხაზში ყველაზე ძვირადღირებული იქნება და შეზღუდული ტირაჟით, მხოლოდ 1977 ეკზემპლარი აიწყობა.

საიუბილეო სპეცვერსია 40th Anniversary კრემისფერ, წითელ, თეთრ, აგურისფერ და ნაცრისფერ-ლურჯ ფერებშია ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, პირველად ქარხნის პირობებში ავტომობილს კამუფლირებას გაუკეთებს და ლაქები სამ ფერში – ღია მწვანეში, მუქ მწვანესა და შავში შესრულდება.

სამხედრო ფერებში შეღებილი Lada 4×4 შავ დისკებს მიიღებს, სხვა ფერის ავტომობილებს კი შავ-ვერცხლისფერი დისკები ექნება.

ყველგანმავლების სალონში ახალი მოწყობილობათა პანელი და ტყავგადაკრული საჭე ექნება. ყველა ავტომობილის სალონში სპეციალური დაფა განთავსდება, სადაც ავტომობილის რიგითი ნომერი იქნება მითითებული.

დილერებთან Lada 4×4 ივნისში გამოჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები