LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანული რეალიზმი: სამეფო კლუბმა გერმანულ გიგანტს რეალობა დაანახა (ვიდეო)

36

ჩემპიონთა ლიგის გამორჩეულმა მეოთხედფინალურმა თამაშმა გაამართლა. ორი უდიდესი გუნდის შეხვედრაში თითქმის ყველაფერი იყო: გარდამავალი უპირატესობა, გაფუჭებული პენალტი, გაძევება, აურაცხელი მომენტები, მეკარის საოცრებები, ლამაზი გოლები და დრამა, რომელიც „სამეფო კლუბის“ უპირატესობით დასრულდა. ძნელია „რეკორდმაისტერი და გერმანული ხასიათი ჩამოწერო, მაგრამ ფავორიტი უკვე „რეალია“. ამაში კი ესპანელებს ესპანელი დაეხმარა. რომ არა ხავი მარტინესის გაძევება, არავინ უწყის თამაში როგორ გაგრძელდებოდა. მას შემდეგ, რაც მასპინძლებს კაცი მოაკლდათ, „რეალმა“ ცოტა ხანი აცალა და მერე ისეთი შეუტია, ამდენს ‘ბაიერნს“ ალბათ დედამიწის ზურგზე ვერავინ გაუბედავს. მასპინძლებს გაუმართლდათ, რომ უფრო დიდად არ წააგეს და შანსი დაიტოვეს. ეს კი ნოიერის დამსახურებაა, რომლებმაც სასწაული ბურთები აიღო და ბოლოს ბედის ირონიით ბურთი ფეხებს შორის გაუშვა.

და კიდევ ერთი: კრიშტიანო რონალდო – აქ მეტი სათქმელი არაფერია…

18 აპრილს, საპასუხო მატჩია და საფეხბურთო სამყარო „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მორიგ სპექტაკლს დაელოდება.

* კრიშტიანო რონალდო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროთასებზე 100 გოლი გაიტანა.

* კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე 659-წუთიანი “მშრალი” სერია შეწყვიტა.

* “რეალმა” ჩემპიონთა ლიგაზე თავური გოლი 2014 წლის ოქტომბრის მერე პირველად გაუშვა.

* მიუნხენის “ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგაზე საშინაო მატჩი 2014 წლის აპრილის შემდეგ პირველად წააგო. “რეკორდმაისტერი” მაშინაც “რეალთან” დამარცხდა და თან – 0:4.

* ამ ორ მარცხს შორის “ბაიერნმა” შინ ზედიზედ 16 მატჩი მოიგო ლიგაზე.

* “ბაიერნმა” საერთოდ პირველად წააგო შინ (ნებისმიერ ტურნირში) 2016 წლის მარტის მერე.


ბაიერნი“ – „რეალი“ 1:2 (1:0)

მიუნხენი, „ალიანც არენა“, 70 000 მაყურებელი

„ბაიერნი“: ნოიერი; ლამი, ხავი მარტინესი, ბოატენგი, ალაბა; ჩაბი ალონსო (ბერნატი 64), ვიდალი; რობენი, ტიაგო ალკანტარა, რიბერი (დუგლას კოშტა 66); მიულერი (კომანი 81)

„რეალი“: ნავასი; კარვახალი, ნაჩო, რამოსი, მარსელო; მოდრიჩი (კოვაჩიჩი 90), კაზემირო, კროოსი; ბეილი (ასენსიო 59), ბენზემა (ხამესი 83), რონალდუ

გოლები: 1:0 ვიდალი (25), 1:1 რონალდუ (47), 1:2 რონალდუ (77)

გაფრთხილება: ჩაბი ალონსო (47), ხავი მარტინესი (58, 61), ვიდალი (90) – კროოსი (45), კარვახალი (45)

გაძევება: ხავი მარტინესი (61)

გამოუყენებელი პენალტი: ვიდალი (45, ააცილა)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (2) – 22 (12) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 8:4 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

 

https://www.youtube.com/watch?v=xuqcGOyN-5U

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები