LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონმა ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა – პრინცესა ამბობს, რომ ცხოვრებას ახლიდან იწყებს

176
ქეით მიდლტონი

უელსის პრინცესა პირველად, ბოლო ცხრა თვის განმავლობაში, საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ქეით მიდლტონი ადასტურებს, რომ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა და ახლა მისი დაავადება რემისიის პროცესშია:

,,ზაფხული დასრულდა და სიტყვებით ვერ გადმოვცემ სიხარულს იმის გამო, რომ ჩემი ქიმიოთერაპიის კურსი დასრულებულია. ბოლო ცხრა თქვე იყო საშინელი ჩვენი ოჯახისთვის, რადგან მკურნალობის პროცესი არის გაუთვალისწინებელი რისკი ყველა ახლობლისთვის. ამ პერიოდმა მე და უილის შეგვახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია უბრალოდ გიყვარდეს. ყველას ვინც აგრძელებს სიმსივნესთან ბრძოლას, გეტყვით, მე თქვენთან ვარ. სიბნელეში აუცილებლად გამოჩნდება კაშკაშა სხივები” – ნათქვამია ვიდეო მიმართვაში, რომელსაც უელსების ოჯახის უთბილესი კადრები ახლავს.

ვიდეოდან ჩანს, როგორ ეხმარებოდნენ სიმსივნესთან ბრძოლაში ქეითს მეუღლე, მშობლები და შვილები. ქეითი დასძენს, რომ სრულ გამოჯანმრთელებამდე დიდი გზაა, თუმცა ის ცხოვრებას ახლა თავიდან იწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g