მსახიობ ზურა ბერიკაშვილის დისშვილი, ანო მაისურაძე ბიძასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ამ 9 თვის განმავლობაში, იმდენი რამე და ვინმე გადავიაზრე, ვინ მოთვლის.
დიდი განსაცდელი, დიდი გამოცდაა რა, მართლა. მიყვარხარ ზუკა და გული მეგლიჯება ყოველ წამს“, – წერს ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ მსახიობ ზურა ბერიკაშვილს მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, მას გული გაუჩერდა. მსახიობი ამ დროისთვის მკურნალობას გადის.